воскресенье, 30 ноября 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე.

ტრენინგი  მართალია შრომატევადია, მაგრამ საინტერესო.  ვისწავლეთ როგორ გავუზიაროთ ერთმანეთს ნამუშევრები და როგორ უნდა იმუშაოს ჯგუფმა პროექტზე. უნდა მოვიფიქროთ საკვანძო კითხვები.მივიღეთ რჩევაბი როგორ დავხვეწოთ გეგმა.

суббота, 29 ноября 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგი თანდათან საინტერესო ხდება. სიახლეებმა ყველა მონაწილის ყურადღება მიიქცია.დავიწყეთ დრაივის შესწავლა, საქაღალდის შექმნა და მისი გამოყენება. დათო მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვაძლევს, თან დიდი მოთმინებით. ვფიქრობ მოცემულ დავალებებზე, იმედია გავართმევ თავს.

четверг, 27 ноября 2014 г.

რეფლექსია მეორე დღე

   ტრენინგის მერე დღეს განვიხილეთ საპროექტო იდეები. ვნახეთ სხვადსხვა პროექტები და შაბლონები. დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონების შევსება. ვისწავლეთ როგორ დავამზადოთ ბუკლეტი. პროექტებით სწავლება საჭიროებს ამგვარი საკითხების ცოდნას. რაშიც გვეხმარება ეს ტრენინგი.

вторник, 25 ноября 2014 г.

რეფლექსია პირველი დღე

 ტრენინგის პირველი დღე საინტერესო იყო. გავეცანი ინტელის პროგრამაში მუშაობის წესებს. მოსწავლეთა ჩართვა სასწავლო პროცესში პროექტის საშუალებით, ვფიქრობ რომ ყოველთვის საინტერესოა.
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მისი გამოყენება სამუშაო პროცესში.